● სამართლებრივი კონსულტაციები
მიიღეთ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია ჩვენი გამოცდილი იურისტებისგან.
● დოკუმენტების შედგენა
ლეგიტიმა ჯგუფი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულისა და ტიპის დოკუმენტის შედგენას: სარჩელები, საჩივრები, განცხადებები, ხელშეკრულებები და სხვა ტიპის გარიგებები, სამართლებრივი არგუმენტაციები, ნორმატიული შინაარსის დოკუმენტები და სხვა. ნებისმიერი დოკუმენტის შედგენისას ჩვენი გუნდი გთავაზობთ სამართლებრივი არგუმენტაციის მაღალ დონეს.
● სამართლებრივი წარმომადგენლობა
ჩვენი იურისტები უზრუნველყოფენ თქვენს სამართლებრივ წარმომადგენლობას და თქვენი უფლებების მაღალ დონეზე დაცვას სასამართლოში და ადამინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე ნებისმიერ პირთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.
● სამართლებრივი კვლევები
ლეგიტიმა ჯგუფის გამოცდილი იურისტები, სამართლის ნებისმიერ დარგში მოგიმზადებენ სამართლებრივ კვლევებს თქვენვის მისაღები ფორმით. სამართლებრივი კვლევა, როგორც წესი, მოიცავს კონკრეტულ სფეროში სამართლებრივი რეგულირების ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში არსებული ხარვეზების იდენტიფიკაციას და რეკომენდაციების შემუშავებას ხარვეზების გამოსასწორებლად. იგი აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მომზადებასაც.