
ლევან დუნდუა, Ph.D
ლევან დუნდუა არის პროფესიონალი იურისტი, 14 წლიანი იურიდიული გამოცდილებით. მისი საქმიანობის სფეროში შედის სახელშეკრულებო სამართალი, სანივთო სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი, შრომის სამართალი, კორპორატიული სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, საბანკო და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი.
განსაკუთრებით აღსნიშნავია ლევანის გამოცდილება საფინანსო ინსტიტუტების სამართლებრივ სფეროში. ლევანს აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი. ის არის სხვადასხვა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ლევანი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. იგი გახლავთ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი.

ზურაბ ნაცვლიშვილი, LL.M
პროფესიონალი იურისტი, სამართლის სხვადასხვა დარგში, მათ შორის სახელშეკრულებო, კორპორაციული და ადმინისტრაციული სამართლისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში 14 წლიანი მუშაობის გამოცდილებით. მის პრაქტიკულ მოღვაწეობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების იურიდიული მხარდაჭერის გამოცდილება, სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და სამართლებრივი კვლევების განხორციელება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.