ლეგიტიმა ჯგუფი აცხადებს იურისტის ვაკანსიას.
მოთხოვნები:
• ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში
• იურისტად მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება (დასაშვებია სტაჟირებაც)
• პრეტენდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
• ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქციები:
• ლეგიტიმა ჯგუფის კლიენტებისთვის იურიდიული მომსახურების გაწევა: იურიდიული კონსულტაციები, დოკუმენტების შედგენა, სამართლებრივი წარმომადგენლობა, კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა („აუთსორსი“)
სამუშაო რეჟიმი და ანაზღაურება:
• თავისუფალი სამუშაო რეჟიმი: იურისტი კომპანიის ოფისში სავალდებულო წესით მიდის კვირაში ერთხელ, 1-1,5 საათით, აგრეთვე კლიენტთან შესახვედრად. დანარჩენი პერიოდის განმავლობაში მუშაობა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე კომპანიის ოფისში (იურისტის სურვილისამებრ). იურისტს შეუზღუდავად შეუძლია იმუშაოს პარალელურად სხვა ორგანიზაციებში.
• შრომის ანაზღაურება განისაზღვრება იურისტზე მიმაგრებული კლიენტების მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების საფასურის მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა არაუგვიანეს 2019 წლის 8 სექტემბრისა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: contact@legitima.ge
გთხოვთ, Subject ველში მიუთითოთ: იურისტის ვაკანსია
გისურვებთ წარმატებებს!