იურიდიული კომპანია ლეგიტიმა ჯგუფი სთავაზობს ინოვაციურ იურიდიულ მომსახურებას როგორც სამეწარმეო, ისე არაკომერციულ იურიდიულ პირებს.
რას მოიცავს ჩვენი ინოვაციური მომსახურება?
ლეგიტიმა ჯგუფის იურიდიული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში თქვენი კომპანია მიიღებს საქმიანობის სრულ იურიდიულ მხარდაჭერას, რაც დაკავშირებულია ბაზარზე ახალი ტიპის მომსახურების დამკვიდრებასთან. კერძოდ, ლეგიტიმა ჯგუფის კლიენტებს შეეძლებათ იურიდიული მხარდაჭერა მიიღონ იურისტების როგორც საკუთარ ოფისში ყოფნით, ასევე დისტანციური იურიდიული მომსახურების საფუძველზე. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია საშტატო იურისტის საშუალო ხელფასის ტოლი ანაზღაურების გადახდით. გამოცდილი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი უზრუნველყოფენ შემდეგი მომსახურების განხორციელებას:
✔ კომპანიის შიდა დოკუმენტაციის (დირექტორის ბრძანებები, პარტნიორთა კრებისა და სხვა მმართველი ორგანოების კრების ოქმები, ორგანიზაციული სტრუქტურა, შინაგანაწესი) მომზადება და სრულყოფა
✔ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე საჭირო ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაციის მომზადება და კონსულტაციების გაწევა
✔ ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებები (ოქმები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაცია) — შედგენა, ანალიზი, რედაქტირება, განხილვა კონტრაჰენტებთან
✔ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების (შრომითი ხელშეკრულებები, შიდა ორგანიზაციული აქტები) მოწესრიგება
✔ ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან — დოკუმენტაციის მიმოცვლა, წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია
✔ დახმარება სახელმწიფო შესყიდვებში — წარსადგენი დოკუმენტაციის შედგენა და სრულყოფა, დახმარება შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებში
✔ იურიდიული ხასიათის სხვა ნებისმიერი დოკუმენტის (წერილი, საჩივარი, განცხადება და ა.შ.) შედგენა, ანალიზი, რედაქტირება, განხილვა
✔ სამართლებრივი კონსულტაციები
✔ კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში და სხვა სახის დავებში
რატომ ლეგიტიმა ჯგუფი?
✔ ლეგიტიმა ჯგუფი მთლიანად შეგისრულებთ იურიდიული განყოფილების მიერ შესასრულებელ ფუნქციებს.
✔ თქვენს სამართლებრივ მხარდაჭერას განახორციელებს არა ერთი კონკრეტული იურისტი, არამედ გამოცდილ იურისტთა/ადვოკატთა გუნდი, სხვადასხვა ბიზნეს სფეროში პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, საჭირო უნარ-ჩვევებითა.
დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით.